მასწავლებელი: ქეთინო თეთრაძე

















                                      პროექტი
1)   პროექტის სახელი:დედა ენის ბურჯი,ანბანის ზეიმი.
2)   პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები სწავლობენ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.შეისწავლიან თუ რა დიდი ღვაწლი მიუძღვის იაკობ გოგებაშვილს ქართველთა შორის  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.შეისწავლიან ,რომ იაკობ გოგებაშვილს საბავშვო ლიტერატურა მიაჩნდა ახალი თაობის საუკეთესო აღმზრდელად ადრეული ასაკიდანვე.ბავშვს ესაჭიროება ენის შესწავლა,სწორი მეტყველების დაწყება-უკითხეთ მას კარგი საბავშვო წიგნები ასმენინეთ სწორი ლიტერატურული საუბარი.
   შეისწავლიან თუ როგორი ბავშვობა ჰქონდა იაკობს.თანატოლებს როგორ უყვარდათ იაკობი,როგორ უყვარდა მას ბუნება.ამიტომაც შესძლო შემდგომში იაკობმა ,ასე საინტერესოდ აღეწერა ,,ბუნების კარში“.
3)პროექტის აღწერა:მოსწავლეებმა შეისწავლეს იაკობ გოგებაშვილის შესახებ,ლექსები დაწერილი ქართველი პოეტების მიერ ქართულ ენაზე, ქართულ ანბანზე.
4)მიზანი:მოსწავლეებს შევაყვარო ქართული ენა ,მშობლიური ენა,ჩვენი სასიქადულო პოეტები,ჩვენი სამშობლო.
5)მოსწავლეთა ასაკი:6-7 წელი.
6)თვე-ვადები:აპრილი,მაისი.
7)შესაძლო აქტივობები: მოსწავლეები შეისწავლიან იაკობ გოგებაშვილის შესახებ,ლექსებს ქართულ ანბანზე,
,,სამოთხის გასაღები“,  ,,ანბანთან გამომშვიდობება“,
სიმღერებს,ცეკვებს და ჩატარდება ღონისძიება.
ღონისძიება დაიწყება ქართული ანბანის მუსიკით.
8)მოსალოდნელი შედეგები:ბავშვები აითვისებენ ,შეისწავლიან შედგენილ პროგრამას,ღონისძიების გეგმას,ღონისძიებაზე ქცევის წესებს,ერთმანეთთან ურთიერთობას.
9)სამუშაო ენა:ქართული.
10)საგნებთან კავშირი:ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათწერის,კითხვის,გადმოცემის,აზრის გაზიარების უნარ-ჩვევები.უკავშირებენ ერთმანეთს სხვადასხვა საგნებს ქართულს,ბუნებისმეტყველებას,ხელოვნებასა და მუსიკას.მოსწავლეები სწავლობენ პროექტზე მუშაობას.
11)სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები გაუზიარებენ სხვებს შთაბეჭდილებებს,ცოდნას.
12)პროექტის ავტორი:ქეთევან თეთრაძე
13)პროექტის ავტორის ელ.ფოსტა qtetradze@mail.ru